• 31-08-2023
    ლამინე იამალი “ბარსელონასთან” ახლა კონტრაქტს გააფორმებს
    ლამინე იამალი “ბარსელონასთან” ახლა კონტრაქტს გააფორმებს

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” უკვე ძალიან დიდი ხანია ლამინე იამალთან ახალი კონტრაქტის შეთავაზება სურს.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mund Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” და ხორხე მენდეშმა (იამალის აგენტმა) კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

    16 წლის მოთამაშე “ბლაუგრანასთან” ხელშეკრულებას ხელს 2026 წლის ზაფხულამდე მოაწერა და მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო გახდება.

    ცნობისთვის, იამალმა ლა ლიგის გასულ ტურში “ვილიარეალის” წინააღმდეგ ბრწყინვალე პერფორმანსი შემოგვთავაზა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც დაისაკუთრა.

    Facebook კომენტარები