• 12-06-2023
    დე ლაურენტისი პიოლის დაუკავშირდა - რაზე ისაუბრეს იტალიელებმა
    დე ლაურენტისი პიოლის დაუკავშირდა - რაზე ისაუბრეს იტალიელებმა

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ლუჩანო სპალეტის შემცვლელს აქტიურად ეძებს.

    იტალიურ მედიაში იწერება, რომ "პარტენოპეის" ხელმძღვანელი აურელიო დე ლაურენტისი, "მილანის" თავკაცს სტეფანო პიოლის სატელეფონი ზარის მეშვეობით დაუკავშირდა.

    პრესის ინფორმაციით, "ნაპოლის" მფლობელმა იტალიელ სპეციალისტს გუნდის გაწვრთნა შესთავაზა, რაზეც მან უარი მიიღო.

    როგორც იწერება, პიოლიმ განუცხადა, რომ ის "როსონერის" დატოვებას არ აპირებდა.

    შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, "პარტენოპეის" ჩაბარებასთან ყველაზე ახლოს "სალერნიტანას" მწვრთნელი პაულო სოუზაა.

    Facebook კომენტარები