• 31-08-2023
    "ბარსა" "სიტისთან" შეთანხმებას ცვლის
    "ბარსა" "სიტისთან" შეთანხმებას ცვლის

    ჟოაუ კანსელუს თაოაბზე "ბარსა" და "მანჩესტერ სიტი" 3 დღის წინ შეთანხმდნენ, თუმცა 29 წლის მარჯვენა მცველი ჯერ კიდევ პორტუგალიაშია და ტრანსფერის გაოფიციალურებას ელოდება. 

    რა გასაკვირია, პრობლემას ისევ ლა ლიგა და მისი რეგულაციები ქმნიან.

    ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" მზადაა, რომ "ქალაქელებს" გარიგებიდან გამოსყიდვის უფლების ამოღება სთხოვოს, რათა ტრანსფერს ფინანსურმა ფეარ-პლეიმ ხელი აღარ შეუშალოს.

    კლუბებს შორის არსებული სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, "ლურჯ-ბროწეულისფრები" კანსელუს 2024 წელს აუცილებლად შეიძენენ, ძალაში დარჩება.

    "ბარსაში" იმედოვნებენ, რომ ამ ფორმით დაიმატებენ მადრიდის "ატლეტიკოდან" ჟოაუ ფელიქსსაც.

    აქვე გეტყვით, რომ წესით და რიგით, კანსელუს "ბლაუგრანაში" გადაბარგება დღეს უნდა დადასტურდეს.

    Facebook კომენტარები