• 01-09-2023
    სერხიო რეგილონი “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს
    სერხიო რეგილონი “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს

    როგორც მოგეხსენებათ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა ფეხბურთელს, ლუკ შოუს ტრავმა აქვს, რის გამოც ის 4 თვით გუნდს ვერ დაეხმარება. შედეგად, გუნდმა მარცხენა მცველის გადაბირება გადაწყვიტა.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედმა” სერხიო რეგილიონის 1 წლიან იჯარასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

    როგორც იწერება, ლუკ შოუს გამოჯანმრთელების შემდეგ, “წითელი ეშმაკები” იანვარში იჯარის გაწყვეტას შეეცდებიან.

    ცნობისთვის, რეგილონმა გასულ სეზონში 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები