• 01-09-2023
    "ხვიჩა და ოსიმენი "რეალის" დონის ფეხბურთელები არიან" - რა თქვა "ბლანკოსის" CEO-მ
    "ხვიჩა და ოსიმენი "რეალის" დონის ფეხბურთელები არიან" - რა თქვა "ბლანკოსის" CEO-მ

    როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ გაირკვა, რომ მადრიდის "რეალი" C ჯგუფში "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

    გარდა ამ ორი კლუბისა, მათ წინააღმდეგ ასევე "უნიონ ბერლინი" და "ბრაგა" იასპარეზებენ.

    კენჭისყრის შემდეგ, "ბლანკოსი" CEO-მ ემილიანო ბუტრაგენიომ მედიასთან ისაუბრა.

    "ნაპოლი" ძალიან საშიში გუნდია, რადგან ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან.

    "ფრთხილად გვმართებს თამაში და თუ ეს გამოგვივიდა, გამარჯვებასაც მოვიპოვებთ.

    "არიან თუ არა ხვიჩა და ვიქტორი "რეალის" დონის მოთამაშეები? დიახ, არიან, თუმცა ახლა ისინი "ნაპოლიში" ირიცხებიან", - თქვა ესპანელმა.

    Facebook კომენტარები