• 02-09-2023
    "კანკავას წინაშე ქედს ვიხრი დანარჩენებმა უხეიროდ ითამაშეს" - ვაისი მარცხის შემდეგ
    "კანკავას წინაშე ქედს ვიხრი დანარჩენებმა უხეიროდ ითამაშეს" - ვაისი მარცხის შემდეგ

    მოგეხსენებათ, ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილი "სლოვან ბრატისლავა" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში კვიპროსულ "არისთან" განდაგურდა.

    მარცხთან დაკავშირებით სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა და ჯაბა კანკავა შეაქო:

    "მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ, უკეთესი იყო, განსაკუთრებით დღეს. თამაშით და შედეგით უკმაყოფილოები ვართ. მოწინააღმდეგისგან ასეთ თამაშს ველოდით, მაგრამ ვერაფერი დავუპირისპირეთ, ადგილიდან ვერ ვიძროდით. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, ახლა ფეხბურთელებთან არაფერს არ განვიხილავ. მესამე გოლი გასახდელში გაგვატანეს. შესვენებაზე ცვლილებების განხორციელება მინდოდა, თუმცა გადავიფიქრე და ძირითად შემადგენლობაში დაყენებულებს ბოლომდე ვენდე. მჯეროდა, რომ სიტუაციის შეცვლა შეგვეძლო" 

    "არისი" უფრო სწრაფად მოქმედებდა, ჩვენ კი მოედანზე სრულად დაბნეულები ვიყავით. ცუდი მატჩი ჩავტარეთ. ამის შემდეგ გამოძინება მჭირდება. კონფერენს ლიგაზე გადავერთვებით და ვნახავთ, რა გამოგვივა. დავმშვიდდები და მოვიფიქრებ, რა უნდა გავაკეთოთ" 

    "ჩემმა ფეხბურთელებმა უხეიროდ ითამაშეს, მაგრამ ახლა არ გავკიცხავ. ერთადერთი გამორჩეული და საუკეთესო 37 წლის ჯაბა იყო, რომელიც მეტოქის მოძრაობას ძალითა და ტაქტიკით აფერხებდა. ქედს ვიხრი მის წინაშე" 

    "წინ უნდა ვიაროთ და არ აქვს მნიშვნელობა, მწვრთნელი მე ვიქნები თუ არა. არის ხოლმე წარუმატებელი მომენტები, მაგრამ ასეთი არ მახსენდება. ხვალ, ზეგ დასკვნებს გამოვიტან და კლუბის მფლობელს დაველაპარაკები", - განაცხადა სლოვენიელმა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ჯაბამ მოედნაზე მთელი თანაში დაჰყო, გურამ კაშიას კი არ უთამაშია.

    Facebook კომენტარები