11 ვარსკვლავი, რომლებსაც ზაფხულში უფასოდ გაიფორმებენ

9-02-2016, 18:32

სტატიაში წარმოგიდგენთ ფეხბურთელების შემადგენლობას, რომელთაც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსი ექნებათ. ყველაზე საინტერესო და აღსანიშნავი ის არის, რომ შემადგენლობა დაკომპლექტებულია პრემიერ ლიგის, ლა ლიგის, ბუნდეს ლიგის და სერია ა-ს უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით. მეკარე: ვოიცეხ შესნი პოლონელი მეკარე "არსენალის" საკუთრებაა, მაგრამ ამჟამად იგი "რომაში" ირიცხება იჯარის წესით, ვინაიდან "მეთოფეებმა" ორი გამოცდილი მეკარე, პეტერ ჩეხი და დავიდ ოსპინა დაიმატეს, კლუბში მეკარეებს შორის კონკურენცია გაიზარდა და შესნის კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს, სეზონის ბოლოს 25 წლის მეკარე თავისუფალი აგენტი იქნება. მარჯვენა მცველი: გრეგორი ვან დერ ვილი ჰოლანდიელი მცველის პროფესიონალური კარიერა 2007 წელს, ამსტერდამის "აიაქსში" დაიწყო, გრეგორიმ მათ რიგებში 2012 წლამდე იასპარეზა და 130 მატჩის ჩატარება მოასწრო, შემდეგ იგი "პსჟში" გაიყიდა 8 მილიონ ევროდ, სადაც კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა, მას შემდეგ კი მისთვის ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებიათ, სეზონის ბოლოს 28 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება. ცენტრალური მცველი: ჯოელ მატიფი კამერუნელის პროფესიონალური კარიერა 2009 წელს, "შალკეში" დაიწყო, მატიფმა კლუბთან 7 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მას შემდეგ კი კლუბს მისთვის ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებია, ცენტრალურ მცველს გერმანელთა რიგებში 178 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 17 გოლია. მატიფი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება. ცენტრალური მცველი: ჯონ ტერი ინგლისელი ლეგენდა "ჩელსის" 1998 წელს შეუერთდა, 2004 წელს ტერი "ლურჯების" კაპიტანი გახდა, 35 წლის ფეხბურთელს "ჩელსისთან" ერთად არაერთი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის 1 ჩემპიონთა ლიგის თასი, 1 ევროპის ლიგის თასი და 4 პრემიერ ლიგის თასი. საერთო ჯამში ტერის 479 მატჩი აქვს ჩატარებული და 40 გოლი გატანილი, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ტერისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას არ აპირებს, მიმდინარე კონტრაქტს კი სეზონის ბოლოს გასდის ვადა, ზაფხულში ტერი თავისუფალი აგენტი გახდება. მარცხენა მცველი: პატრის ევრა ფრანგი მცველი 2000 წელს მშობლიურ "ნიცაში" ჩაირიცხა, მან ამ კლუბში 2 წელი დაჰყო და 40 მატჩის ჩატარება მოასწრო, შემდეგ 2002 წელს "მონაკოში" გაიყიდა , სადაც 2006 წლამდე იასპარეზა და 120 მატჩი ჩაატარა, 2006 წლის ზაფხულში კი სირ ალექს ფერგიუსონის ინიციატივით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პატრის ევრა 8 მილიონ ევროდ შეიძინა, ფრანგმა წითლების შემადგენლობაში 8 წელი დაჰყო და 273 მატჩი ჩაატარა, 2014 წელს კი იტალიაში გადაბარგდა სადაც "იუვენტუსს" შეუერთდა 2 წლიანი კონტრაქტით, კლუბის ხელმძღვანელებმა ევრას კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს, ასე, რომ სეზონის ბოლოს იგი თავისუფალი აგენტი გახდება. მარჯვენა ნახევარმცველი: სოფიანე ფეღოული ალჟირელი ნახევარმცველი 2007 წელს ფრანგულ "გრენობლეში" ჩაირიცხა , სადაც 2010 წლამდე იასპარეზა და 60 მატჩი ჩაატარა, 2010 წლის ზაფხულში, "ვალენსიამ" 7 მილიონ ევროდ შეიძინა სოფიანე, მას კონტრაქტი 2016 წლამდე გაუფორმეს, ამჟამად ალჟირელს 138 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 20 გოლია, კლუბის ხელმძღვანელებს მისთვის ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებიათ, სეზონის ბოლოს იგი თავისუფალი აგენტი გახდება. ცენტრალური ნახევარმცველი: რიკარდო მონტოლივო რიკარდო მონტოლივოს პროფესიონალური კარიერა 2003 წელს, "ატალანტაში" დაიწყო, სადაც 2005 წლამდე იასპარეზა და 73 მატჩის ჩატარება მოასწრო, შემდეგ იგი 2005 წლის ზაფხულში "ფიორენტინას" შეუერთდა, კლუბის შემანდგენლობაში 219 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი მიითვალა, 2012 წელს კი იტალიელი ნახევარმცველი "მილანში" გაიყიდა, სადაც მას 4 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, მას შემდეგ კლუბის ხელმძღვანელებს მისთვის ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებიათ, 31 წლის ნახევარმცველი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. ცენტრალური ნახევარმცველი: ევერ ბანეგა არგენტინელი ფეხბურთელი "ბოკა ხუნიორსის" სკოლის აღზრდილია, იგი ძირითად კლუბში 2007 წელს დააყენეს, სადაც 1 წელი დაჰყო, 2008 წელს კი "ვალენსიამ" წაიყვანა, ესპანელთა რიგებში 2014 წლამდე იასპარეზა და 136 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 2014 წლის ზაფხულში ბანეგა "სევილიამ" იყიდა და 2 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, ესპანელებს 27 წლის ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებიათ, ამიტომ იგი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება. მარცხენა ნახევარცმველი: ეზეკიელ ლავეცი არგენტინელი ფეხბურთელი 2007 წელს "ნაპოლიმ" "სან ლორენცოდან" გადმოიბირა, მისი ტრანსფერი იტალიელებს 14 მილიონი ევრო დაუჯდა, ლავეციმ იტალიელთა შემადგენლობაში 5 წელი გაატარა, 2012 წლის ზაფხულში კი "პსჟში" გაიყიდა, 30 წლის ფეხბურთელს ფრანგების შემადგენლობაში 107 მატჩი აქვს ჩატარებული და 22 გოლი გატანილი, ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, მისთვის ახალი კონტრაქტი არ გაფორმდა, ზაფხულში იგი თავისუფალი აგენტი გახდება. ფორვარდი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მალმიო", "აიაქსი", "იუვენტუსი",  "ინტერი", "ბარსელონა", "მილანი", ეს იმ კლუბების ჩამონათვალია სადაც ზლატანს უასპარეზია, ამჟამად კი იგი "პსჟში" ირიცხება,  ზლატანი საკმაოდ უიღბლო ფეხბურთელია, ვინაიდან უდიდეს გრანდებში აქვს ნათამაშები და ჩემპიონთა ლიგის მოგება მაინც ვერ შეძლო, მაგრამ არაერთი მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ტიტული აქვს მას მოგებული, "პსჟში" შვედი 2012 წლიდან ირიცხება და კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის, ასე, რომ იგი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. ფორვარდი: ფერნანდო ტორესი ფერნანდოს პროფესიონალური კარიერა 2001 წელს, მადრიდის "ატლეტიკოში" დაიწყო, მან ამ კლუბში 2007 წლამდე იასპარეზა, საერთო ჯამში 214 მატჩი ჩაატარა და 82 გოლის გატანა მოახერხა, შემდეგ 2007 წლის ზაფხულში იგი "ლივერპულში" გადაბარგდა, ინგლისელების შემადგენლობაში მან 102 მატჩი ჩაატარა და 65 გოლი მიითვალა, 2011-2015 წლების სეზონში "ჩელსიში" იასპარეზა, მის ანგარიშზე 110 მატჩში 20 გოლია, 2015 წელს კი იგი მშობლიურ "ატლეტიკოში" დაბრუნდა იჯარის წესით, მას მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება , ასე, რომ ზაფხულში იგი თავისუფალი აგენტი გახდება. თერთმეტეული ასე გამოიყურება: განლაგება 4 4 2

სპეციალურად FOOTBALLNEWS.GE-სთვის ლევან შარაშიძე!

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით