• 04-09-2023
    სერხიო რამოსი “სევილიაში” ბრუნდება!
    სერხიო რამოსი “სევილიაში” ბრუნდება!

    ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი, სერხიო რამოსი კარიერას “სევილიაში” გააგრძელებს.

    37 წლის ფეხბურთელი სევილიურ გუნდში კარიერას თავისუფალი აგენტის სტატუსით გააგრძელებს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამოსმა “სევილიას” გამო უარი “ალ-იტიჰადს” და არაერთ თურქულ გუნდს უთხრა.

    ცნობისთვის, რამოსი სწორედ “სევილიას” აღზრდილი გახლავთ, ის ამ გუნდში 2003-2006 წლებში გამოდიოდა.

    Facebook კომენტარები