• 12-06-2023
    “ბარნლი” მალე შეთავაზებას გააკეთებს! - კომპანი მიქაუტაძეს უმიზნებს
    “ბარნლი” მალე შეთავაზებას გააკეთებს! - კომპანი მიქაუტაძეს უმიზნებს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში საოცრად ითამაშა.

    ევროპულმა გამოცემა Lancs Live-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა:

    “ბარნლის ინტერესი გიორგი მიქაუტაძის მიმართ კვლავ ამოტივტივდა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ინგლისურმა გუნდმა მეცისთვის შეთავაზება უკვე გაამზადა, რომელსაც უახლოეს მომავალში გაგზავნის.

    ვინსენტ კომპანის გუნდს მიქაუტაძეს აქამდეც უკავშირებდნენ, თუმცა ინგლისურმა გუნდმა მის შეძენაზე უარი თქვა. მიუხედავად ამისა, უახლესი ცნობები იმაზე მიუთითებს, რომ ქართველი ფეხბურთელი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ კომპანი მიქაუტაძით მოხიბლულია და ფიქრობს, რომ გიორგი ბარნლის იდეალურად მოერგება”. - წერია სტატიაში.

    ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში ჩატარებულ 39 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები