• 04-09-2023
    “მიზნის მისაღწევად შრომა არასდროს დამეზარება” - ინტერვიუ მამუკა ჩხარტიშვილთან
    “მიზნის მისაღწევად შრომა არასდროს დამეზარება” - ინტერვიუ მამუკა ჩხარტიშვილთან

    როგორც მოგეხსენებათ, თბილისის “დინამოს” აკადემიაში არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ასპარეზობს.

    “დინამოს” აკადემიის საამაყო აღზრდილები გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი და სხვა არაერთი ფეხბურთელი გახლავთ.

    “დინამოს” 17-წლამდე გუნდის ღირსებას უნიჭიერესი მოთამაშე, მამუკა ჩხარტიშვილი იცავს.

    მამუკა პოზიციით შემტევი ნახევარმცველი გახლავთ და მისი ოცნება ტოპ 5 ლიგასა და ეროვნულ ნაკრებში თამაში გახლავთ.

    Footballnews.ge ახალგაზრდა ფეხბურთელს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:

    – როგორ გრძნობ თავს და როგორ ფორმაში იმყოფები?

    – პირველ რიგში თავს ვგრძნობ კარგად და რაც მთავარია ჯანმრთელად. რაც შეეხება ჩემს სათამაშო ფორმას, ნელ-ნელა შევდივარ იმ კონდინციებში როგორიც საჭიროა და როგორშიც მინდა რომ ვიყო.

    – დინამო თბილისის 17-წლამდე გუნდში როგორი სიტუაციაა, როგორ ურთიერთობაში ხარ თანაგუნდელებთან?

    – დინამო თბილისის 17-წლამდე გუნდში კარგი სიტუაციაა. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და თანაგუნდელებთანაც გამონაკლისის გარეშე ვარ იდეალურად.

    – მთავარ მწვრთნელს როგორ დაახასიათებდი?

    – რაც შეეხება ჩვენს მთავარ მწვრთნელს, მას ჩემი დახასიათება არ სჭირდება. ბატონი ვახო უდავოდ საუკეთესო მწვრთნელია თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით. მას ძალიან დიდი ცოდნა და საუკეთესო მიდგომა აქვს ფეხბურთელებთან.

    – მოგიგყევი შენს შესახებ, რომელ ლიგაში ასპარეზობთ, რომელ პოზიციაზე თამაშობთ და ა.შ

    – ჩემს შესახებ რაც შემიძლია გითხრათ, ვთამაშობ საქართველოს მაშტაბით ოქროს ლიგას 17-წლამდე ჭაბუკებში. პოზიციით შემტევი ნახევარმცველი ვარ და ვიმედოვნებ, რომ წელს უკვე ზედიზედ მეორედ გავხდებით მე და ჩემი გუნდი ამ ტურნირის გამარჯვებულები.

    – ასაკობრივ ნაკრებში თუ გითამაშია?

    – ასაკობრივ ნაკრებში თამაშის გამოცდილება ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ადრე თუ გვიან მივიღებ შანსს და გამოვიყენებ, რისთვისაც მაქსიმუმს გავაკეთებ.

    – სად და როგორ დაიწყე ფეხბურთის თამაში?

    – ფეხბურთის თამაში დავიწყე ქობულეთის შუქურაში, საიდანაც ვარ წარმოშობით. კლუბი რომელიც მუდამ მემახსოვრება. შემდეგ გავაგრძელე ბათუმის დინამოში, შემდეგ კი გფფ-ს აკადემიაში, რომლებსაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ამჟამად ვიმყოფები თბილისის დინამოში.

    – როგორი პირობებია დინამოში?

    – ვფიქრობ, რომ დინამოში არის საქართველოს მაშტაბით საუკეთესო პირობები. აქ არის ყველაფერი, რომ ითამაშო დიდი ფეხბურთი.

    – როგორ ფიქრობ რა კომპონენტები გაქვს გამოსასწორებელი?

    – ამჟამად ვფიქრობ, რომ რაშიც მაქვს გამოსასწორებელი ეს არის ართმევაზე თამაში, რასაც აუცილებლად გამოვასწორებ ახლო მომავალში.

    – უცხოეთიდან შემოთავაზება თუ გქონია?

    – კი, უცხოეთიდან მქონია შემოთავაზება. ასე არ დავკონკრეტდები, მაგრამ ჩემი ასაკის გუნდები იყვნენ. მოგეხსენებათ არაევროკავშირელის სტატუსის შესახებ და ვერ მოხერხდა ჩემი წასვლა, მაგრამ მე დინამოში ვარ და აქ ვგრძნობ თავს საუკეთესოდ ამ ეტაპზე.

    – ვინ არის შენი მოტივაცია?

    – ჩემი მოტივაცია არის დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი ოჯახი, რომლებიც ყოველთვის მიდგანან გვერდში და ყოველთვის მაძლევენ იმ სტიმულს, რომ მე ვითამაშო ფეხბურთი.

    – ვის მიიჩნევ შენ პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშედ?

    – ასე გამოკვეთილად არა, მაგრამ მყავს ჩემი ფავორიტები ვისი სტილიც მომწონს. თუმცა ბაიერნში მოთამაშე ტიაგო ალკანტარას თამაშის ყურება ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იყო.

    – რა არის შენი კარიერის მიზანი?

    – ჩემი კარიერის მთავარი მიზანი არის, რომ ვითამაშო ტოპ 5 ლიგაში და ეროვნულ ნაკრებში, რისთვისაც შრომა არასდროს არ დამეზარებაა

    Facebook კომენტარები