• 05-09-2023
    "მოედანზე უმარტივეს რაღაცასაც არასწორად აკეთებდა" - "აიაქსისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა მიქაუტაძე გააკრიტიკა
    "მოედანზე უმარტივეს რაღაცასაც არასწორად აკეთებდა" - "აიაქსისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა მიქაუტაძე გააკრიტიკა

    მოგეხსენებათ, მიქაუტაძემ ერედივიზინიოს გასულ ტურში "აიაქსის" შემადგენლობაში პირველად ითამაშა, მან მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.

    მისი მატჩი "ბარსელონასა" და "აიაქსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, იბრაჰიმ აფელაიმ შეაფასა:

    "თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა, თუმცა, შეგვიძლია, მთელ აიაქსზეც ვთქვათ იგივე. მიქაუტაძეს წარმოდგენა არ ჰქონდა,მოედანზე სად იმყოფებოდა. გიორგი იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომელთა სანაცვლოდაც დიდი თანხა გადაიხადეს და მათთან გარკვეული მოლოდინები ნამდვილად არსებობს"

    "როცა მოედანზე უმარტივესი რამეც კი არასწორად კეთდება, მწვრთნელი ხვდება, რომ ამ საქმიდან რაიმეს გამოყვანა ძალიან ძნელი იქნება", - განაცხადა აფელაიმ.

    Facebook კომენტარები