"ალ ნასრის" ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ცნობილი კომპანიის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა მიიღო, სადაც ის სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელს არაერთი საინტერესო კითხვა დასუვეს, საიდანაც სამ მათგანზე მან ტყუილი თქვა.
გთავაზობთ ინტევიურს სრულ ვერსიას
– შვიდი შენი საყვარელი ნომერია? – დიახ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).
– ოდესმე დაგიგუგლავს თუ არა საკუთარი თავი?
– დიახ, ბევრჯერ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).
– ხარ თუ არა რეკორდსმენი ისტორიაში გოლების რაოდენობით?
– დიახ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).
– ოდესმე გიჭამია ფასტფუდი?
– ბევრჯერ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).
– პორტუგალია მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს?
– დიახ (სიცრუის დეტექტორი: ტყუილი).
– უყურებ ხოლმე საკუთარ გოლებს?
– დიახ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).
– „იუვენტუსის“ წინააღმდეგ „მაკრატელა“ შენი საუკეთესო გოლია?
– დიახ (სიცრუის დეტექტორი: ტყუილი). ჩემთვის ეს საუკეთესო გოლია. შეიძლება ითქვას, ყველაზე რთული, ყველაზე ლამაზი. ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
– პრემიერლიგა ყველაზე რთული ლიგაა მსოფლიოში?
– დიახ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).
– ხვრინავ ძილის დროს?
– არა. ან, შესაძლოა, კი. არა (სიცრუის დეტექტორი: ტყუილი).
– 40 წლის შემდეგაც გააგრძელებ უმაღლეს დონეზე თამაშს?
– დიახ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).
– სანამ ცოცხალი ხარ, ვინმე შეძლებს შენი ბომბარდირული რეკორდის მოხსნას?
– არა (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).
– შენ საუკეთესო ბომბარდირი ხარ ისტორიაში?
– დიახ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).
– გაცვლიდი თუ არა შენს ყველა მოგებულ ჩემპიონთა ლიგას მსოფლიოს ჩემპიონატზე?
– არა სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).