• 07-09-2023
    ხვიჩა კვარაცხელია: "გულშემატკივრებს მომდევნო მატჩებში ამას ვპირდებით"
    ხვიჩა კვარაცხელია: "გულშემატკივრებს მომდევნო მატჩებში ამას ვპირდებით"

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე სანაკრებო პაუზაზე ესპანეთსა და ნორვეგიას დაუპირისპირდება.

    აღნიშნული შეხვედრის წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან ისაუბრა.

    "უმნიშვნელოვანესი მატჩები გველის. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით.

    "ვარჯიშები კარგად მიდის და ვემზადებით ამ დაპირისპირებებისთვის. როგორც ესპანეთი, ასევე ნორვეგიაც ძალიან ძლიერია.

    "გულშემატკივრებს მომდევნო მატჩებში ამას ბოლომდე ბრძოლასა და მაქსიუმუმის გაკეთებას ვპირდებით. მადლობა მათ, რომ სტადიონს მუმდივად ბოლომდე ავსებენ.

    "კარგია, რომ ქართველი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში აგრძელებენ კარიერას. ეს ძალიან გვაკლდა.

    "როდესაც ძლიერ გუნდში თამაშობ, სადაც მაღალი ტემპია, ეს ნაკრებზეც აისახება და ეხმარება ეროვნულ გუნდს წინსვლაში", - თქვა ხვიჩამ.

    Facebook კომენტარები