• 09-09-2023
    "ასეთი შედეგის მიზეზი ბევრია ძალიან ცოტა რამ გავაკეთეთ ამ შეხვედრაში" - კიტეიშვილის კომენტარი მატჩის შემდეგ
    "ასეთი შედეგის მიზეზი ბევრია ძალიან ცოტა რამ გავაკეთეთ ამ შეხვედრაში" - კიტეიშვილის კომენტარი მატჩის შემდეგ

    როგორც მოგეხსენებათ ევრო 24-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთმა საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" 7:1 დაამრცხა.

    მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის 10-იანმა, ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა:

    "ასეთი შედეგის მიზეზი ბევრი რამაა. ძალიან ცოტა რამ გავაკეთეთ ამ შეხვედრაში. გვინდოდა, რომ უკეთ გვეთამაშა. ბოდიშს ვუხდი ქომაგებს. ძალიან დასანანი მარცხია, მეტოქემ ყველა საფეხბურთო ასპექტში გვაჯობა. როდესაც ესპანეთს ეთამაშები, დაცვაში კომპაქტურად უნდა ითამაშო. დავალებები ვერ შევასრულეთ და შედეგიც ასეთი დადგა.", - განაცხადა ოთომ.

    აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველო შემდეგ მატჩს ნორვეგიის წინააღმდეგ სტუმრად 12 სექტმებერს გამართავს.

    Facebook კომენტარები