• 12-09-2023
    ჩავის ახალი სამიზნე ჰყავს - ვის დაადგა თვალი ესპანელმა
    ჩავის ახალი სამიზნე ჰყავს - ვის დაადგა თვალი ესპანელმა
    Author of the article
    Aa

    ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა ფერან მარტინესმა კატალონიის "ბარსელონას" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    მისი თქმით, კატალონიელთა მთავარ მწრთვნელს, ჩავი ერნანდესს ახალი სამიზნე ჰყავს.

    როგორც ირკვევა, ესპანელი სპეციალისტი "ვილიარეალის" ნახევარმცველით დაინტერესდა.

    საუბარია ალექს ბაენაზე, რომლის გამოსასყიდი თახნაც 60 მილიონ ევროს შეადგენს.

    აქვე გეტყვით, რომ 22 წლის მოთამაშეს "ვილიარეალთან" კონტრაქტი 2028 წელს ეწურება.

    Facebook კომენტარები