• 12-09-2023
    მესის "ბარსელონაში" რომეროს ხილვა სურდა
    მესის "ბარსელონაში" რომეროს ხილვა სურდა
    ავტორი
    Aa

    "ბარსელონას" არგენტინელმა მეგავარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალურ მცველად ლონდონის "ტოტენჰემის" უკანახაზელი, კრისტიან რომერო დაასახელა.

    "ვფიქრობ, რომ რომერო მსოფლიოს საუკეთესო მცველია. ის მოედანზე გამორჩეული იყო.

    დაცვაში მისი ყოფნა საუკეთესო რამაა, რისი ფუფუნებაც შეიძლება მქონდეს. ის სულ წინ წასვლისკენ გვიბიძგებს, რადგან მეტოქესთან 1:1-ზე სურს დარჩენა და გამკლავება," - თქვა ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელმა ეკვადორის ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ.

    ამ ფონზე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ლეოს რომეროს "ბარსელონაში" ხილვა სურდა.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 2021 წელს, სანამ მესის "ბარსადან" წასვლა გაფორმდებოდა, იგი ჟოან ლაპორტას სწორედ არგენტინელი მცველის ტრანსფერის განხორციელებას სთხოვდა.

    მაშინ კრისტიანი ბერგამოს "ატალანტას" ღირსებას იცავდა. საბოლოო ჯამში, "ბარსაში" არა თუ რომერო გადავიდა, არამედ გუნდი მესიმაც დატოვა. კუტი ლონდონის "ტოტენჰემმა" ინათხოვრა, ერთი წლის შემდეგ კი 50 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

    Facebook კომენტარები