• 13-09-2023
    "ეროვნულ ნაკრებში ნებისმიერი გოლი სასიხარულოა" - ზივზივაძის კომენტარი შეკრებასთან დაკავშირებით
    "ეროვნულ ნაკრებში ნებისმიერი გოლი სასიხარულოა" - ზივზივაძის კომენტარი შეკრებასთან დაკავშირებით

    საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრების შეხვედრაში ჩვენი მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა, ბუდუ ზივზივაძემ მარცხთან და ზოგადად სექტემბრის შეკრებასთან დაკავშირბით ისაუბრა:

    "ეროვნულ ნაკრებში ნებისმიერი გოლი სასიხარულოა. 1 წუთი იქნება, 2 თუ მეტი, ნაკრებში თამაში ყოველთვის საამაყოა. მეც ვცდილობ, რა შანსსაც ვიღებ, მაქსიმალურად გამოვიყენო და დავამტკიცო, რომ მეტს ვიმსახურებ" 

    "ეს შეკრება ჩავაგდეთ, ჩემიდან დაწყებული, ყველა ფეხბურთელმა. ჩვენს თავზე უნდა ვიმუშაოთ, შეცდომები ვეძებოთ საკუთარ თავში. გვყავს ისეთი გუნდი, რომ მეტი მოგვეთხოვება და მეტი შეგვიძლია. ამიტომ, უნდა ვეცადოთ გამოვასწოროთ ეს შედეგები, რაც ამ კვირაში გვქონდა. ვეცდებით, დარჩენილ თამაშებში მთელი საქართველოს იმედი გავამართლოთ და სიტუაცია გამოვასწოროთ" 

    "ვიცით, რომ მარტში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები და უნდა მოვემზადოთ. სანიოლმა მოედანზე შესვლის წინ მითხრა, რომ ცოტა მაღალი პრესინგი მეთამაშა, რაც ვფიქრობ, შევასრულე".

    Facebook კომენტარები