• 13-09-2023
    "განსაკუთრებით ამ კომპონენტში გვაქვს სამუშაო" - კიტეიშვილი ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ
    "განსაკუთრებით ამ კომპონენტში გვაქვს სამუშაო" - კიტეიშვილი ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ
    ავტორი
    Aa

    ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრები ნორვეგიას ესტუმრა და 2:1 დამარცხდა.

    შეხვედრის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა.

    "ძალიან რთულია ჩვენთვის ეს ყველაფერი და გვესმის ხალხის რეაქციის, რადგან მოლოდინი არის სხვა და მოხდა სხვა.

    "რთულია საუბარი, ჩვენც ვცდილობთ, რომ პასუხები ვიპოვოთ. დღეს თავს უკეთ ვიცავდით, ვიდრე ესპანეთთან, მაგრამ მხოლოდ თავს ვიცავდით და ძალიან პასიურები ვიყავით შეტევაში.

    "ვფიქრობ, გარკვეულ სიტუაციებში თავს საკმაოდ კარგად ვიცავდით, მაგრამ მეტია საჭირო, მეტოქეს ძალიან დიდი ხნით ვაძლევთ ბურთის კონტროლის საშუალებას.

    "განსაკუთრებით იმ კომპონენტზე გვაქვს სამუშაო, თუ როდის უნდა გადავიდეთ აქტიურ პრესინგზე, რათა ბურთი მალე დავიბრუნოთ.

    "რა თქმა უნდა, ამბიციური ხალხი ვართ, ფეხბურთელებსაც გვაქვს ამბიცია, ამ გუნდს შეუძლია უკეთესი შედეგების ჩვენება.

    "მოლოდინები შეიძლება იცვლებოდეს თამაშიდან გამომდინარე, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ამ გუნდს უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე ბოლო ორ მატჩში ვნახეთ", - თქვა კიტეიშვილმა.

    Facebook კომენტარები