• 13-09-2023
    "ნახეთ, რომელ გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები" - ქეცბაია ესპანეთთან მარცხის შემდეგ
    "ნახეთ, რომელ გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები" - ქეცბაია ესპანეთთან მარცხის შემდეგ

    გუშინ, თემურ ქეცბიას კვიპროსის ნაკრები გასვლაზე ესპანეთს დაუპირისპირდა და ქართველი სპეციალისტის გუნდი 6:0 განადგურდა.

    შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწრთვნელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "ეს სულ სხვა დონეა. სამწუხაროდ, ამ დონეზე ვერ ავალთ. ესპანეთთან თანაბრად თამაში ძალიან რთულია.

    "წარსულში საბერძნეთი და ისრაელი დავამარცხეთ, მაგრამ აქ უძლურები აღმოვჩნდით.

    "ნახეთ, რომელ გუნდებსა და ჩემპიონატებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები. მე კი მყავს მოთამაშეები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა არ გააჩნიათ და უფრო მეტიც, უგუნდოდ არიან.

    "ხმა უნდა ამოვიღოთ და ვთქვათ ის, რაც სათქმელია. ამ თამაშმა გამოცდილება უნდა მოგვცეს, ხოლო უფრო სუსტ გუნდებთან მაქსიმალურად ვიბრძოლოთ", - განაცხადა ქეცბაიამ.


    Facebook კომენტარები