• 13-09-2023
    მიზეზი ცნობილია - რატომ ვერ შეძლებს ფერმინ ლოპესი შემდეგ მატჩში თამაშს
    მიზეზი ცნობილია - რატომ ვერ შეძლებს ფერმინ ლოპესი შემდეგ მატჩში თამაშს

    როგორც მოგეხსენებათ, სანაკრებო პაუზა დასრულდა და ფეხბურთელები ნელ-ნელა კლუბებს დაუბრუნდებიან.

    აღსანიშნავია, რომ კატალონიის "ბარსელონას" შემდეგ მატჩი ლა ლიგის ეგიდით "რეალ ბეტისთან" ელის.

    ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ თამაშში "ბლაუგრანას" ფერმინ ლოპესი ვერ დაეხმარება.

    მიზეზი კი დისკვალიფიკაციაა. როგორც ცნობილია, ესპანელმა მოთამაშემ "ბარსას" ახალგაზრდულ კლუბში წითელი ბარათი მიიღო და ამის გამო იგი დროებით ვერც მთავარ გუნდს დაეხმარება.

    აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონასა" და "ბეტისის" შეხვედრა 16 სექტემბერს შედგება.

    Facebook კომენტარები