• 13-09-2023
    გავი: "თავს ყველაზე კომფორტულად ამ პოზიციაზე ვგრძნობ"
    გავი: "თავს ყველაზე კომფორტულად ამ პოზიციაზე ვგრძნობ"

    როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთისა და კვიპროსის ნაკრებებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც "ფურია როხამ" 6:0 იმარჯვა.

    შეხვედრის შემდეგ, კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, გავიმ მედიასთან ისაუბრა.

    "კარგი მატჩი ჩავატარეთ და გავიმარჯვეთ. შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ.

    "რომელ პოზიციაზე ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად? ნახევარდაცვაში, მაგრამ მე ნაკრებისა და კლუბის სამსახურში ვარ და იქ ვითამაშებ, სადაც საჭირო იქნება", - თქვა ესპანელმა.

    Facebook კომენტარები