• 13-09-2023
    ფერნანდო სანტუში პოლონეთის ნაკრებიდან გაუშვეს
    ფერნანდო სანტუში პოლონეთის ნაკრებიდან გაუშვეს
    Author of the article
    Aa

    პოლონეთის ეროვნულმა ნაკრებმა ფერნანდუ სანტუში მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

    სანტუშის პოლონეთმა კვირას ალბანეთთან წააგო, ანგარიშით 2:0 და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფში მე-4 პოზიციაზე აღმოჩნდა. ეს პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩატარებულ მე-5 ოფიციალურ მატჩში განცდილი მე-3 მარცხი გახლდათ.

    68 წლის სანტუშმა პოლონელები მოედანზე სულ 6-ჯერ გაიყვანა. "თეთრ-წითლებში" მისი ხანმოკლე კარიერის ყველაზე წარმატებული ეპიზოდად 16 ივნისს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ მოგებული ამხანაგური მატჩი უნდა დავასახელოთ.

    შეგახსენებთ, რომ ფერნანდუ იქამდე პორტუგალიის ნაკრებში მუშაობდა. 2016 წელს მან პირენეელებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, ნაკრები კი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა.

    მართალია, ევრო 2024-ზე პოლონელთა შესარჩევი ეტაპიდან მოხვედრის შანსი უკვე მიზერულია, მაგრამ "არწივებს" ამის შესაძლებლობა ერთა ლიგიდანაც ექნებათ. 

    მომდევნო მატჩს პოლონეთი კვლავ საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ჩაატარებს და ოქტომბერში ფარერების კუნძულებს ეთამაშება.

    Facebook კომენტარები