• 13-09-2023
    ოფიციალურად: მარკო ვერატი "ალ არაბიში" ითამაშებს
    ოფიციალურად: მარკო ვერატი "ალ არაბიში" ითამაშებს
    Author of the article
    Aa

    კატარულმა "ალ არაბიმ" 30 წლის ნახევარმცველის, მარკო ვერატის შეძენა ოფიციალურად დაადასტურა.

    განცხადება გამოაქვეყნა "პარი სენ ჟერმენმაც", სადაც იტალიელ შუახაზელს გუნდში გატარებული 11 წლისთვის მადლობა გადაუხადეს. "ვერატიმ კლუბის ისტორიაში დიდი როლი ითამაშა," - ამბობს "პსჟ-ს" პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი.

    "პარიზს, კლუბსა და მის გულშემატკივრებს ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნებათ. მე მუდამ პარიზელი ვიქნები," - ეს კი თავად მარკოს სიტყვებია.

    ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ალ არაბის" გამოცდილი ნახევარმცველის ტრანსფერი დაახლოებით 50 მილიონი ევრო დაუჯდა.

    "პსჟ-ში" მარკომ საფრანგეთის ჩემპიონატი 9-ჯერ, ხოლო საფრანგეთის თასი - 6-ჯერ მოიგო. პარიზელთა მაისურით მან 416 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

    აქვე გეტყვით, რომ ეს ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორე შემთხვევაა, როცა კატარული კლუბი ცნობილ ფეხბურთელს იმატებს. იქამდე შევიტყვეთ, რომ "ასტონ ვილამ" ფილიპე კოუტინიო ერთი სეზონით "ალ დუჰაილში" გაანათხოვრა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები