14-09-2023
ჩავი იამალს დაასვენებს ხოლმე
Author of the article
ჩავი ლამინე იამალს მომდევნო მატჩებში აუცილებლად დაასვენებს, - იუწყება SPORT.
16 წლის შემტევს ახალ სეზონში უკვე 339 წუთი აქვს ნათამაშები. იგი კვირაში 2 მატჩის ჩატარებას შეჩვეული არაა, ამიტომ როტაცია უნდა შეეხოს.
ცხადია, "ბარსელონაში" არ უნდათ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი გადატვირთონ.
ეს იმას ნიშნავს, რომ რაფინიასა და ფერან ტორესს სათამაშო დრო გაეზრდებათ. დიდი ალბათობით, ისინი სასტარტო შემადგენლობაში უფრო ხშირადაც მოგვევლინებიან.
შეგახსენებთ, რომ იამალს ლა ლიგის ახალი სეზონის 4-ვე მატჩში აქვს ნათამაშები და მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება სანაკრებო შეხვედრებს, იქ მან საქართველოს ეროვნული გუნდის კარი აიღო.
Facebook კომენტარები