• 15-09-2023
    ოფიციალურად - ილია ზუროსმა საქართველოს ნაკრები დატოვა
    ოფიციალურად - ილია ზუროსმა საქართველოს ნაკრები დატოვა

    როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ილია ზუროსს კონტრაქტი ეწურებოდა.

    ბერძენი საქართველოს ნაკრებს 7-წლიანი მუშაობის შემდეგ გამოემშვიდობა.

    ჩვენი ქვეყნის კალათბურთის ფედერაცია და თვითონ ვიქტორ სანიკიძე მას გაწეული შრომისთვის მადლობას უხდიან და კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ.

    ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები