• 15-09-2023
    "ბარსელონა" 2 თავისუფალ აგენტს და 2 პორტუგალიელს უმიზნებს
    "ბარსელონა" 2 თავისუფალ აგენტს და 2 პორტუგალიელს უმიზნებს
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" შემადგენლობის გაძლიერებაზე მომდევნო თვეებშიც იზრუნებს. როგორც ჩანს, საამისოდ კლუბმა შეიძლება თავისუფალი აგენტების ბაზარსაც მიაკითხოს.

    "ბლაუგრანას" პირველ გუნდში 19 ფეხბურთელი ჰყავს. ჩავი ერნანდესის ერთ-ერთი უმთავრესი სურვილია, რომ ყველა პოზიციაზე მინიმუმ 2 ალტერნატივა ჰყავდეს. 

    მარჯვენა მცველის პოზიციაზე "მაესტრო" ჟოაუ კანსელუს შემცვლელებად ჟულ კუნდეს, სერხი რობერტოსა და რონალდ არაუხოს განიხილავს. რაც შეეხება ცენტრფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის დასვენება იქ მხოლოდ ფერან ტორესის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

    კიდევ ერთი პრიორიტეტული პოზიცია საყრდენი ნახევარმცველია, რომელსაც მხოლოდ ორიოლ რომეუ ფარავს. SPORT-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" რომეუსთვის კონკურენტის მოყვანას იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ეცდება. კლუბის სპორტულმა დირექტორმა დეკუმ უკვე მოინიშნა ორი თავისუფალი აგენტი - ჯოშუა გილავოგი და ჟან-ფილიპ გბამინი.

    გილავოგი ბოლოს "ვოლფსბურგში" თამაშობდა, თუმცა "მგლებმა" მას კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს. 32 წლის ფრანგი ოდესღაც მადრიდის "ატლეტიკოშიც" იყო განათხოვრებული. რაც შეეხება გბამინს, იგი "ევერტონის" საკუთრება გახლდათ, უკანასკნელი სეზონი კი იჯარით "ტრაბზონსფორში" გაატარა. 27 წლის ფეხბურთელი ადრე მარჯვენა და ცენტრალური მცველების ფუნქციებს ასრულებდა, შემდეგ კი ნახევარდაცვაში აიწია. 

    "ბარსას" სხვა ორი კანდიდატი ჟოაუ ნევეში (ბენფიკა) და დარიო ესუგო (სპორტინგი) არიან. იანვარში რომელიმეს დამატება, "ბარსას" ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, შეუძლებელი ჩანს, თუმცა დეკუ მათ სამომავლო ვარიანტებად განიხილავს.

    19 წლის ნევეშს "ბენფიკას" პირველ გუნდში 25, ხოლო პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებში - 6 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი აგენტი ჟოან ლაპორტას მეგობარი, ჟორჟე მენდეშია. ესუგოზე კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ "სპორტინგის" პირველი გუნდის მაისური 13-ჯერ მოირგო, პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებში კი 2-ჯერ ითამაშა.

    Facebook კომენტარები