• 16-09-2023
    შეთანხმება შედგა - ვისთან გაახანგრძლივებს "ბარსა" კონტრაქტს
    შეთანხმება შედგა - ვისთან გაახანგრძლივებს "ბარსა" კონტრაქტს

    ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო კატალონიის "ბარსელონას" შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, "ბლაუგრანამ" კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას ორ ფეხბურთელთან მიაღწია.

    საუბარია ალეხანდრო ბალდესა და ლამინე იამლაზე, რომლებიც კატალნიურ გრანდში დარჩენას დიდი ხნით აპირებენ.

    როგორც ირკვევა, ბალდე კონტრაქტს 2028, ხოლო იამალი 2026 წლამდე გაახანგრძლივებს.

    ასე რომ, ახალი ხელშეკრულების გაოფიციალურებამდე ძალიან ცოტაა დარჩენილი.

    Facebook კომენტარები