• 13-06-2023
    მაგარი ამბავი! - მიქაუტაძის შეძენით სერია ა-ს გრანდი ინტერესდება
    მაგარი ამბავი! - მიქაუტაძის შეძენით სერია ა-ს გრანდი ინტერესდება

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” 22 წლის ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში საოცრად იასპარეზა.

    კიდევ ერთი ევროპული გრანდი, “იუვენტუსი” ქართველი თავდამსმხელის შეძენით ინტერესდება.

    იტალიელი ჟურნალისტის, ჯიოვანა ალბანესეს ცნობით, ტურინის “იუვენტუსს” მიქაუტაძის დამატება უნდა.

    “ბებერი ქალბატონი” მზად არის, რომ 22 წლის თავდამსხმელში 6-12 მილიონი ევრო გადაიხადოს.

    ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში ჩატარებულ 39 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები