• 16-06-2023
    ერთა ლიგის ფინალში ხორვატიას ესპანეთი შეხვდება
    ერთა ლიგის ფინალში ხორვატიას ესპანეთი შეხვდება

    ერთა ლიგის 2022-2023 წლების გათამაშების ფინალი უკვე დაკომპლექტდა. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ხორვატიისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

    ხორვატებმა ფინალის საგზური გუშინ მოიპოვეს, ნიდერლანდების დამარცხებით, მეორე ფინალისტი კი სულ რამდენიმე წუთის წინ გაირკვა.

    ნიდერლანდებში გამართულ შეხვედრაში "ფურია როხამ" იტალიის ეროვნულ გუნდს მოუგო, ანგარიშით 2:1.

    იერემი პინოსა და ჩირო იმობილეს მიერ გაცვლილმა გოლებმა გუნდები 88-ე წუთზე თანაბარი ანგარიშით მიიყვანა, გადამწყვეტი გოლი კი შეცვლაზე შესულმა ხოსელუმ შეაგდო.

    ფინალური მატჩი 18 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები