• 17-06-2023
    "პსჟ" არტეტას გადაბირებას ცდილობს
    "პსჟ" არტეტას გადაბირებას ცდილობს
    Author of the article
    Aa

    "პარი სენ-ჟერმენი" ისევ მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელებს იულიან ნაგელსმანთან მოლაპარაკებები ჩაეშალათ, დღეს კი კლუბს კიდევ ერთი ახალგაზრდა სპეციალისტი დაუკავშირეს.

    RMC Sport-ის ინფორმაციით, "პსჟ-ს" სპორტული მრჩეველი ლუის კამპოსი ლონდონის "არსენალის" მესაჭეს, მიკელ არტეტას დაუკავშირდა.

    ესპანელი სპეციალისტი კამპოსისი ფავორიტი კანდიდატია, თუმცა მიკელის "პარკ დე პრენსზე" ხილვის შანსი ძალიან დაბალი გახლავთ.

    მიკელი "არსენალის" პროექტში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ლონდონელებმა გასული სეზონი პრემიერ ლიგის მე-2 ადგილზე დაასრულეს, სექტემბრიდან კი ჩემპიონთა ლიგას უბრუნდებიან. რა გასაკვირია, რომ არტეტა გუნდის ახლა დატოვებას არ მოისურვებს.

    "მეთოფეებს" დიდი გეგმები აქვთ სატრანსფერო ფანჯარაზეც. "ემირეიტსის" ბინადრები დეკლან რაისისა და კაი ჰავერცის გადაბირებას ცდილობენ.

    რაც შეეხება "პსჟ-ს", გუნდის ზედამხედველის პოზიციაზე შეიძლება ტიაგო მოტა (ბოლონია) ან სერხიო კონსეისაო (პორტუ) ვიხილოთ.

    Facebook კომენტარები