• 18-06-2023
    "იუნაიტედი" ონანასთვის რბოლაში მარტო დარჩა - რამდენს ითხოვს "ინტერი" მეკარის სანაცვლოდ
    "იუნაიტედი" ონანასთვის რბოლაში მარტო დარჩა - რამდენს ითხოვს "ინტერი" მეკარის სანაცვლოდ

    დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლას უახლოვდება, ამიტომ კლუბი ახალი მეკარის დამატებაზე უფრო აქტიურად მუშაობს.

    ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ანდრე ონანაა, რომლის "ინტერიდან" წამოყვანაც უამრავ კლუბს სურდა, მაგრამ ახლა რბოლაში მხოლოდ "იუნაიტედი" დარჩა.

    "მანჩესტერის" მთავარი კონკურენტი "ჩელსი" იყო, თუმცა ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ლონდონელებმა სხვა პოზიციების გაძლიერება დასახეს პრიორიტეტად.

    იტალიურ კლუბს ონანას გაყიდვა, რა თქმა უნდა, არ სურს, მაგრამ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუ რომელიმე კლუბი 50 მილიონ ევროს გადაიხდის.

    ჯერჯერობით, "წითელ ეშმაკებს" შეთავაზება არ გაუკეთებიათ და ონანას მიმართ მხოლოდ ინტერესს გამოხატავენ, თუმცა ახალი მეკარე დანამდვილებით საჭიროა.

    Facebook კომენტარები