• 18-06-2023
    როკეს "ბარსელონაში" ტრანსფერი გადაწყვეტილია
    როკეს "ბარსელონაში" ტრანსფერი გადაწყვეტილია

    დღეს ერთბაშად რამდენიმე წყარომ დაადასტურა, რომ ვიტორ როკე "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება.

    Mundo Deportivo-ს როხერ ტორელოს ცნობით, "ბლაუგრანა" "ატლეტიკო პარანაენსეს" 35 მილიონ ევროს გადაუხდის, ბონუსებად კი 10 მილიონი ევრო გაიწერება.

    ამასვე იმეორებს Sport-ის ხოაკიმ პიერაც.

    ფაბრიციო რომანოს თუ დავუჯერებთ, ტრანსფერის განხორციელებაში მთავარი წვლილი სწორედ როკემ შეიტანა.

    ვიტორს სამი დიდი ევროპული კლუბისგან ჰქონდა ფინანსურად გაცილებით მომგებიანი შეთავაზება, მაგრამ მას მხოლოდ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურის მორგება სურდა.

    კვლავ ტორელოს თუ მივუბრუნდებით, ჯერ გადაწყვეტილი არაა, როკე ახლა შეუერთდება "ბარსას", თუ 2024 წელს. ეს ფინანსური ფეარ-პლეისთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

    18 წლის სუპერტალანტმა წელს ჩატარებულ 25 მატჩში თავი 10 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.


    Facebook კომენტარები