• 19-06-2023
    რატომ აიღო "რეალმა" ტრანსფერებში პაუზა - მიზეზი ცნობილია
    რატომ აიღო "რეალმა" ტრანსფერებში პაუზა - მიზეზი ცნობილია

    მადრიდის "რეალმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ოპერირება ძალიან აქტიურად დაიწყო.

    ბოლო დღეებში კი ეს აქტიურობა შედარებით განელდა, თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს.

    ხოსე ფელიქს დიასის ინფორმაციით, "სამეფო კლუბს" ჯერ საქმე ბოლომდე არ მიუყვანია.

    მადრიდელთა ეს პაუზა კი კილიან მბაპეს გარშემო არსებული ვითარებითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, დაიწერა, რომ არის შანსი ტრანსფერი ამ ზაფხულშივე შედგეს.

    სწორედ ამიტომ, "ბლანკოსს" არ სურს, რომ სხვა ტრანსფერებმა ამას ხელი შეუშალოს და დროებითი პაუზაც ამითაა გამოწვეული.

    Facebook კომენტარები