• 19-06-2023
    "საქართველოს წინააღმდეგ ფრთხილად უნდა ვიყოთ" - რობერტსონი მატჩის წინ
    "საქართველოს წინააღმდეგ ფრთხილად უნდა ვიყოთ" - რობერტსონი მატჩის წინ
    Author of the article
    Aa

    როგორც იცით, რამდენიმე დღეში საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად შოტლანდიას დაუპირისპირდება.

    შეხვედრის წინ, მეტოქე გუნდის კაპიტანმა, ენრიუ რობერტსონმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    "იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დავამარცხებთ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის დიდ ნაბიჯს გადავდგამთ.

    "საქართველო კარგ ფორმაშია და მათ წინააღმდეგ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამ თამაშში გამარჯვებისთვის მთელი შოტლანდია ემზადება, როგორც გულშემატკივრები, ისე სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები.

    "ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ამ სეზონში ორჯერ ვითამაშე. ის საკმაოდ ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია, მასთან დიდი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ", - განაცხადა რობერტსონმა.

    შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი 20 ივნისს, ჩვენი დროით 22:45 საათზე შედგება.

    Facebook კომენტარები