• 20-06-2023
    "ასე ნუ ამბობ, თორემ ეგონებათ, მის დამატებას ვაპირებთ..." - "ნაპოლის" ახალი მწრთვნელი "რეალის" ფეხბურთელზე
    "ასე ნუ ამბობ, თორემ ეგონებათ, მის დამატებას ვაპირებთ..." - "ნაპოლის" ახალი მწრთვნელი "რეალის" ფეხბურთელზე

    გუშინ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ახალი მწრთვნელი, რუდი გარსია წარადგინა.

    პრეზენტაციის მსვლელობისას პრეზიდენტმა არაერთ თემაზე ისაუბრა. მათ შორის მან მადრიდის "რეალის" ფეხბურთელზე ლუკა მოდრიჩზეც გააკეთა კომენტარი.

    "მოდრიჩმა ესპანეთთან ნაჩვენები თამაშით ძალიან მომხიბლა. ის 38 წლის არის, მაგრამ 120 წუთი გაუჩერებლად ირბინა და პენალტიც იდეალურად შეასრულა. ლუკა სამაგალითოა."

    დე ლაურენტისის ამ განცხადებას რუდი გარსიამ ხუმრობით უპასუხა:

    "ასე ხმამაღლა ნუ ამბობ, თორემ ეგონებათ, რომ მის დამატებას ვაპირებთ..." - თქვა "პარტენოპეის" ახალმა მწრთვნელმა.

    Facebook კომენტარები