• 18-02-2024
    დე ვრაი: "კიდევ ერთი ფინალი? ჯერ "ატლეტიკოზე" ვიფიქროთ"
    დე ვრაი: "კიდევ ერთი ფინალი? ჯერ "ატლეტიკოზე" ვიფიქროთ"

    მილანის "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩს მომდევნო კვირაში ჩაატარებენ. ტურნირის მოქმედი ვიცე-ჩემპიონები მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლებენ და მინიმუმ შარშანდელი შედეგის გამეორებისკენ მიმავალი გზის გამარჯვებით დაწყებას ეცდებიან.

    "ნერაძურის" ნიდერლანდელმა მცველმა, სტეფან დე ვრაიმ მატჩის შესახებ RAI SPORT-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

    "ვფიქრობ, ისევე როგორც გასულ სეზონში ვიქცეოდით, წელსაც კონკრეტულ რაუნდზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. მომდევნო ეტაპზე გასვლა რთული იქნება.

    ძლიერი მეტოქე გვყავს. ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ.

    ვფიქრობ, ბოლო წლებში "ინტერის" მოგზაურობა შესანიშნავია. განვითარებას ვაგრძელებთ. 

    ერთად დიდი ხანია ვთამაშობთ. ხანდახან უბრალოდ გულისთქმას ვუსმენთ ხოლმე, რადგან დაუფიქრებლად ვიცით, რა იქნება გამოსავალი. ამ შემადგენლობის წევრობა გასაოცარი გრძნობაა," - თქვა 32 წლის უკანახაზელმა.

    შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი მილანელებმა მეორე ადგილზე დაასრულეს, ჩამორჩნენ რა "რეალ სოსიედადს". რაც შეეხება სერია ა-ს, სატურნირო ცხრილს გუნდი დამაჯერებლად ლიდერობს.

    "ინტერისა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირება 20 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები