• 18-02-2024
    ჰენდერსონს 4 თვეა არ მოუგია
    ჰენდერსონს 4 თვეა არ მოუგია
    Author of the article
    Aa

    ჯორდან ჰენდერსონის ამსტერდამული კარიერა მძიმედ იწყება. გამოცდილმა ნახევარმცველმა "აიაქსის" მაისურით უკვე 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გამარჯვების გემო ჯერ კიდევ არ გაუხსენებია. 

    ინგლისელი ნახევარმცველი "ღვთის შვილთა" რიგებში თავის პირველ მოგებასთან დღეს ძალიან ახლოს იყო, მაგრამ "ნაიმეგენმა" ამსტერდამელებს გოლი შეხვედრის 95-ე წუთზე გაუტანა და შინ ქულა წაიღო - 2:2.

    ჰენდერსონი "აიაქსს" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე, "ალ იტიფაქთან" კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ შეუერთდა. 33 წლის შუახაზელს უმალ კაპიტნის სამკლავური ჩააბარეს, თუმცა ჯორდანის თავს სხვა დადებითი ჯერ არაფერი მომხდარა. საგულისხმოა ისიც, რომ მას ბოლო 11 მატჩი არ მოუგია. თავისთვის ჯერჯერობით უკანასკნელი გამარჯვება ინგლისელმა 28 ოქტომბერს იზეიმა. მაშინ "ალ იტიფაქმა" "ალ ვედას" მოუგო.

    აი, ლამის უკვე 4 თვეა, რაც "ლივერპულის" ყოფილ კაპიტანს შეხვედრა არ მოუგია, ეს ნავსი კი სასწრაფოდ უნდა გატყდეს, თუ "აიაქსს" მომდევნო სეზონში ევროპული ფეხბურთის თამაში სურს.

    ჯონ ვან'ტ შიპის გუნდი ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონასთან 8 ქულა აშორებს, ხოლო ევროპა ლიგის საგზურთან - 3 ქულა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "აიაქსი" ხუთშაბათს კონფერენს ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი ოფის განმეორებით მატჩს ჩაატარებს, "ბოდო / გლიმტის" წინაააღმდეგ. პირველი შეხვედრა "იოჰან კრუიფ არენაზე" ფრედ დასრულდა (2:2).

    Facebook კომენტარები