• 18-02-2024
    ლევანდოვსკიმ "ბარსაში" გატანილი გოლებით ანრის გადაასწრო
    ლევანდოვსკიმ "ბარსაში" გატანილი გოლებით ანრის გადაასწრო
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ თავის გუნდს ვიგოს "სელტასთან" გამართული მატჩი პირადად მოაგებინა.

    35 წლის ცენტრფორვარდმა ჯერ 45-ე წუთზე გამოიჩინა თავი ულამაზესი გოლით, შემდეგ კი შეხვედრის მე-7 დამატებულ წუთზე გაიტანა პენალტი. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახლდათ იმ ფონზე, რომ რობერტს თერთმეტმეტრიანის განმეორებით დარტყმა მოუწია, რადგან პირველი დარტყმა იმიტომ გაუფუჭდა, რომ "სელტას" მეკარე კარის ხაზს ნაადრევად გადმოსცდა.

    საინტერესოა, რომ დღევანდელი დუბლით ლევანდოვსკის "ბლაუგრანაში" 50 გოლი დაუგროვდა.

    რობერტმა ლეგენდარული ტიერი ანრის მაჩვენებელი გააუმჯობესა. ფრანგმა შემტევმა, რომელიც "ბარსას" მაისურს 2007-2010 წლებში ირგებდა, კატალონიური კარიერა 49 გოლით დაასრულა.

    ტიტის ამის გასაკეთებლად 121 მატჩი დასჭირდა, ლევანდოვსკიმ კი 50-იან ნიშნულს 73 შეხვედრაში მიაღწია.

    Facebook კომენტარები