• 20-02-2024
    “ბარსა” საქმეში ბრუნდება! - კატალონიელებს კიმიხის შეძენა სურთ
    “ბარსა” საქმეში ბრუნდება! - კატალონიელებს კიმიხის შეძენა სურთ

    როგორც მოგეხსენებათ, დიდი ხნის განმავლობაში სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” ჯოშუა კიმიხის შეძენა სურდა, თუმცა რამდენიმე წყარომ გერმანელი ნახევარმცელის “ბლაუგრანაში” ტრანსფერი ფინანსური კრიზის გამო გამორიცხა.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ადრიან სანჩესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” გეგმავს, რომ კიმიხის მხარესთან მოლაპარაკებები აღადგინოს.

    “ბაიერნის” ცუდი ფორმიდან გამომდინარე 28 წლის შუახაზელს კატალონიში გადაბარგება უნდა.

    დიდი ალბათობით, კატალონიელებს ზაფხულში კიმიხის შესაძენად მნიშველოვანი ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევთ.

    ცნობისთვის, ჯოშუა კიმიხის ფასი დაახლოებით 60-80 მილიონ ევროს შეადგენს.

    Facebook კომენტარები