• 20-02-2024
    კოშტა: "არსენალის" სისუსტეებს ბოლომდე გამოვიყენებთ"
    კოშტა: "არსენალის" სისუსტეებს ბოლომდე გამოვიყენებთ"

    ლონდონის "არსენალი" ხვალ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება. მიკელ არტეტას გუნდი მერვედფინალის პირველ მატჩს "დრაგაუზე", ადგილობრივი "პორტუს" წინააღმდეგ ჩაატარებს.

    ცხადია, "მეთოფეებს" პორტუგალიიდან დადებითი შედეგით წასვლა ენდომებათ, მაგრამ "დრაკონების" გოლკიპერი, დიოგუ კოშტა აცხადებს, რომ მისი გუნდი ლონდონელებთან დასაპირისპირებლად სრულ მზადყოფნაშია.

    "ჩვენ ძლიერ "არსენალს" ველოდებით. გარანტიას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ ჩვენი ძალა იგრძნონ.

    ყველაფრისთვის მზად ვართ, რისი შემოთავაზებაც "არსენალს" შეუძლია. ამას ვამბობ როგორც თავდაცვით, ასევე შეტევით ასპექტში. სისუსტე ყველას აქვს. ისინი "პორტუს" ჯერ არ შეხვედრიან და სირთულეები აუცილებლად ექნებათ.

    "არსენალი" შემტევი გუნდია, თავისი სისუსტეებით, რომლებსაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ. გამარჯვებისთვის ბოლომდე დავიხარჯებით.

    ცხადია, მათ სისუსტეებს არ გაგიმხელთ, მაგრამ გარწმუნებთ, მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ. თუ ისინი ფავორიტები არიან, ამის დემონსტრირებაც მოუწევთ.

    "პორტუს" მსგავსი გუნდი ყოველთვის მოსაგებად თამაშობს. თითოეული მეტოქე ღირსეულია და მათ განსხვავებულად არასდროს შევხედავთ. ჩვენ "არსენალსაც" და "აროუკასაც" ერთნაირი განწყობით ვხვდებით. ორივესთან გამარჯვება გვმართებს," - თქვა კოშტამ.

    შეგახსენებთ, რომ "პორტუსა" და "არსენალის" დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები