• 20-02-2024
    "ბარსელონა" თუ "ბაიერნი" - ფლიკის არჩევანი ცნობილია
    "ბარსელონა" თუ "ბაიერნი" - ფლიკის არჩევანი ცნობილია

    მიუნხენის "ბაიერნმა" ზედიზედ 3 მატჩი წააგო, რამაც გუნდის მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი დღის წესრიგში დააყენა.

    მართალია, "რეკორდმაისტერის" უფროსობა გერმანელ სპეციალისტს ჯერ კიდევ მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა კიდევ ერთმა წარუმატებელმა შეხვედრამ შეიძლება ეს მოცემულობა რადიკალურად შეცვალოს.

    "ბარსელონასთვის" მიუნხენში განვითარებული მოვლენები იმიტომაა საინტერესო, რომ ტუხელის ერთ-ერთ შესაძლო შემცვლელად "ბარსას" მომავალი მწვრთნელობის კანდიდატს, ჰანსი ფლიკსაც მოიაზრებენ.

    ამის შესახებ დღეს SPORT-მა დაწერა.

    ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ჰანსის "ბაიერნში" შუა სეზონში მისვლა არ სურს. მას განსხვავებული გამოწვევის მიღება უნდა, ასეთად კი "ბლაუგრანას" ჩაბარება ესახება.

    შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ცნობების მიხედვით, ფლიკმა უკვე დაიწყო ესპანური ენის შესწავლა, რათა "ბარსას" შეთავაზებას მომზადებული შეხვდეს.

    Facebook კომენტარები