• 24-06-2023
    "არსენალმა" ტიმბერთან კონტრაქტი შეათანხმა
    "არსენალმა" ტიმბერთან კონტრაქტი შეათანხმა
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალმა" ამსტერდამის "აიაქსის" ცენტრალურ მცველთან, იურიან ტიმბერთან კონტრაქტი შეათანხმა. 

    De Telegraaf-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი უკანახაზელი "მეთოფეებთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ტიმბერის წლიური ანაზღაურება 8 მილიონი ევრო იქნება.

    მოსალოდნელია, რომ პრემიერლიგური გრანდი 22 წლის ფეხბურთელში 45 მილიონ ევროს გადაიხდის (ბონუსების ჩათვლით). "მეთოფეებმა" "ღვთის შვილებისთვის" გასულ კვირას გაკეთებული შეთავაზება გააუმჯობესეს.

    ტიმბერით შარშან ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდა, წელს კი იგი მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე იმყოფებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, იურიენი მაინც "ემირეიტსზე" აღმოჩნდება.

    გასულ სეზონში ცენტრალურმა მცველმა 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამსტერდამულ გრანდს ის 2 გოლითა და 2 ასისტით დაეხმარა.

    Facebook კომენტარები