• 26-06-2023
    "იუნაიტედმა" და "ნოტინგემმა" ჰენდერსონის ტრანსფერი შეათანხმეს - ფასი ცნობილია!
    "იუნაიტედმა" და "ნოტინგემმა" ჰენდერსონის ტრანსფერი შეათანხმეს - ფასი ცნობილია!
    Author of the article
    Aa

    The Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ნოტინგემ ფორესტი" დინ ჰენდერსონის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ.

    ინგლისელ მეკარეს ოლდ ტრაფორდზე დაბრუნება არ სურს და მისი მიზანია, რომ ისევ "ნოტინგემის" პირველი მეკარე იყოს.

    წყაროს თქმით, "იუნაიტედი" 26 წლის კიპერის სანაცვლოდ მინიმუმ 15 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

    ამის გარდა, "ნოტინგემი" გარკვეულ სატრანსფერო ბონუსებს ჩართავს მოლაპარაკებებში, რისი ზუსტი ღირებულებაც გაურკვეველია.

    თავის მხრივ, "წითელი ეშმაკები" ახალი მეკარის ძებნას აგრძელებენ, რადგან დიდი შანსია, კლუბი დავიდ დე ხეამაც დატოვოს.

    Facebook კომენტარები