• 31-03-2024
    უმაგრესი ამბავი! - საქართველო FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა
    უმაგრესი ამბავი! - საქართველო FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრაში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა.

    ცხადია, “ჯვაროსნები” კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად მოხვდნენ და ევრო 2024-ზე ერთადერთი დებიუტანტები იქნებიან.

    სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრებმა წაიწია რეიტინგშიც, ვილი სანიოლის გუნდი FIFA-ს სანაკრებო სიაში 77-ე ადგილზე დაწინაურდა.

    ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონატზე წარმატების შემთხვევაში კიდევ უფრო წინ წაიწევს ჩვენი გუნდში რეიტინგში.

    ცნობისთვის, რეიტინგის ლიდერი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინაა, მეორე ადგილს საფრანგეთი იკავებს, მესამე ადგილზეა ინგლისი, მე-4 პოზიციაზე ბელგიაა, მე-5 ადგილს კი ბრაზილიის ნაკრები იკავებს.

    Facebook კომენტარები