• 01-04-2024
    "ბარსას" "პსჟ-სთან" მატჩისთვის ტრავმირებულები დაუბრუნდებიან
    "ბარსას" "პსჟ-სთან" მატჩისთვის ტრავმირებულები დაუბრუნდებიან
    Author of the article
    Aa

    ესპანურმა RAC1-მა "ბარსელონაში" არსებული დადებითი მოლოდინის შესახებ საინტერესო ცნობები გაავრცელა.

    წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ელიან, რომ გარდა პაბლო გავისა და ალეხანდრო ბალდესი, "პარი სენ ჟერმენთან" გასამართი პირველი მატჩისთვის ძირითადი გუნდის ყველა წევრი მზად იქნება.

    პედრი გონსალესი და ფრენკი დე იონგი, რომელთა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, გუნდთან ერთად ვარჯიშს მიმდინარე კვირაში განაახლებენ.

    "ბლაუგრანას" ვარსკვლავური ნახევარმცველები პარიზში აუცილებლად გაფრინდებიან.

    შეგახსენებთ, რომ პედრიმ და დე იონგმა ტრავმები 3 მარტს, ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ მიიღეს.

    რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას, "პარკ დე პრენსი" მას 10 აპრილს უმასპინძლებს.

    Facebook კომენტარები