• 02-04-2024
    "აიაქსს" მთავარ მწვრთნელად ჩავის დანიშვნა უნდა
    "აიაქსს" მთავარ მწვრთნელად ჩავის დანიშვნა უნდა
    Author of the article
    Aa

    ამსტერდამის "აიაქსი" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჩავი ერნანდესის დანიშვნითაა დაინტერესებული, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.

    ნიდერლანდელებს მომდევნო სეზონისთვის თავკაცი არ ჰყავთ, "ბარსელონას" ამჟამინდელი მესაჭე კი ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

    აღსანიშნავია, რომ "აიაქსის" სიაში კიდევ ბევრი ვარიანტი მოიძებნება.

    რაც შეეხება თავად ჩავის, მას ერთი სეზონით შესვენება ჰქონდა განზრახული. ძნელი სათქმელია, რამ უნდა შეაცვლევინოს ესპანელს აღნიშნული გადაწყვეტილება.

    ვთქვაც ისიც, რომ ესპანური გამოცემა ჯერ 44 წლის სპეციალისტის "ბლაუგრანაში" დარჩენასაც არ გამორიცხავს.

    ცნობისთვის, ჩავი "ბარსელონას" სათავეში 2021 წლის ნოემბერში ჩაუდგა. კატალონიურ გრანდს მან ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა.

    Facebook კომენტარები