• 02-04-2024
    "პსჟ" კუნდესა და ფორტს უმიზნებს
    "პსჟ" კუნდესა და ფორტს უმიზნებს

    "პარი სენ ჟერმენი" ჟიულ კუნდესა და ჰექტორ ფორტს უმიზნებს, - იუწყება Catalunya Radio.

    მხარეებს შორის შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ შედგა. წყაროს თანახმად, "ბარსელონას" ფორტის გაყიდვა არ სურს, თუმცა კუნდეს ტრანსფერის განხილვისადმი ღიაა.

    Diario AS-ის თქმით, თუ 25 წლის ფრანგი ფლანგის მცველად თამაშზე თანახმა იქნება, იგი დარჩება. იმ შემთხვევაში, თუ ჟიულმა კატეგორიულად მოითხოვა დაცვის ცენტრში დაბრუნება, "ბლაუგრანა" შეთავაზებებს მოუსმენს.

    ჯერჯერობით უცნობია, რა თანხის გადახდას აპირებს "პსჟ" ჟიულში.

    კუნდეს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 38 მატჩში მან 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

    Facebook კომენტარები