• 03-04-2024
    “არაბიძეს პრემიერ ლიგაში…” - სტივ კინმა გიორგიზე ისაუბრა
    “არაბიძეს პრემიერ ლიგაში…” - სტივ კინმა გიორგიზე ისაუბრა

    როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედომ” შინ ფოთის “კოლხეთი” მიიღო და ანგარიშით 3:2 იმარჯვა.

    ქუთაისელთა ლიდერმა, გიორგი არაბიძემ შეიდარებელი სილამაზის დუბლი შეასრულა.

    მატჩის შემდეგ, “ტორპედოს” თავკაცმა, სტივ კინმა გიორგის შესახებ ისაუბრა:

    “დღესაც რომ პრემიერლიგაში ვმუშაობდე, გიორგი არაბიძე იქნებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისში წავიყვანდი. 

    ის ლიდერია და ზუსტად ეს გამოარჩევს სხვებისგან - ზეწოლის ქვეშ თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია. კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა და სამუშაო, რომელიც დღეს მოედანზე გასწია, სიტყვებით შეუფასებელია”. - განაცხადა სტივ კინმა.

    Facebook კომენტარები