ნიანგოლანმა "ჩელსისგან" ახალი შეთავაზება მიიღო

22-08-2016, 19:15

როგორც ცნობილი აპენინური გამოცემა "Gazzetta dello Sport"-ი იტყობინება, "რომას" ნახევარმცველმა რაჯა ნიანგოლანმა ლონდონის "ჩელსისგან" მორიგი, უფრო სარფიანი წინადადება მიიღო 5 მილიონიანი წლიური ანაზღაურების სახით, თუმცა ბელგიელი ამჯერადაც უარზეა.

რაჯა "მგლების" რიგებში ამჟამად 3.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მისი ხელფასი 4 მილიონამდე გაიზრდება, რაც ნიანგოლანს ედინ ჯეკოსა და დანიელე დე როსის შემდეგ გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

28 წლის ნახევარმცველმა, რომელის შეძენასაც ლონდონელები თითქმის წელიწადია ცდილობენ, გასულ სეზონში "რომას" მაისურით სერია A-ს 35 მატჩი ჩაატარა და აქტივში 6 გოლი ჩაიწერა. მისი სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროდაა შეფასებული


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით