• 03-04-2024
    ჰუმელსი: "აპრილი ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე რთული თვე იქნება"
    ჰუმელსი: "აპრილი ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე რთული თვე იქნება"
    Author of the article
    Aa

    დორტმუნდის "ბორუსიას" 16 დღის განმავლობაში 5 მატჩის ჩატარება მოუწევს.

    შაბათს "შავ-ყვითლები" ბუნდესლიგის ცხრილის მესამეადგილოსან "შტუტგარტს" დაუპირისპირდებიან, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავენ მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. ამ დუელის საპასუხო ჯახამდე ედინ ტერზიჩის შეგირდებს მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან" მოუწევთ თამაში, ამ გიჟურ პერიოდს კი ლევერკუზენის "ბაიერთან" შერკინება დახურავს.

    მოსალოდნელი ბატალიების შესახებ Kicker-ს 35 წლის ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი გაესაუბრა.

    "აპრილი ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე რთული თვე იქნება, მაგრამ მას მოუთმენლად ველით და გვჯერა, რომ ეს თვე შეიძლება კარგი გამოგვივიდეს.

    "ბაიერნთან" გამარჯვება? თავიდანვე გვქონდა შეგრძნება, რომ ამ მატჩიდან რაღაცის მიღება შეგვეძლო," - თქვა გერმანელმა.

    შეგახსნებთ, რომ გასულ უქმეებზე "ბორუსიამ" "რეკორდმაისტერი" გასვლაზე, ანგარიშით 2:0 დაამარცხა. "დერ კლასიკერი" დორტმუნდელებმა 2018 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად მოიგეს.

    Facebook კომენტარები